მთავარიპოლიტიკა

პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა აშშ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დაბადების დღე მიულოცა

პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დაბადების დღე მიულოცა.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან გვაცნობეს, რომ თავის მისალოც გზავნილში არმენ სარგსიანმა  აშშ პრეზიდენტს უსურვა ჯანმრთელობა,  წარმატებები  და აღნიშნა:

 „არსებობს ორმხრივი ინტერესი სახელმწიფოთაშორისი დიალოგისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის. სრულიად სომხეთი და პირადად მე მაღალ დონეზე ვაფასებთ  პირადად  თქვენი და აშშ-ის ადმინისტრაციის მუდმივ ძალისხმევას სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მიმართულებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენს ერთგულებას  ადამიანის უფლებებისა და უნივერსალური ღირებულებების მიმართ.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო განვავითაროთ  საუკეთესო ტრადიციებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სომხურ-ამერიკული თანამშრომლობა,  ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“.

ნახეთ მეტი
Back to top button