საზოგადოება
სომხეთში წარმოებულ „Sputnik Light“ ვაქცინის გამოყენებას არანაირი დაბრკოლება არ აქვს
სომხეთში წარმოებული რუსული „Sputnik Light“ ვაქცინის გამოყენებას არანაირი დაბრკოლება არ აქვს. ამის შესახებ „რია ნოვოსტს“ ევრაზესის აგროინდუსტრიული კომპლექსის მინისტრმა არტაკ კამალიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ევრაზესის, რუსეთის პირდაპირი საინვესტიციო ფონდის, სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსა და სომხური ფარმაცევტულ კომპანია Liqvor Pharmaceuticals-ის თანამშრომლობის წყალობით სომხეთში ვაქცინა “Sputnik Light” -ის წარმოება უკვე დაიწყო.
“ვაქცინა ფიზიკურად ხელმისაწვდომია, ის დარეგისტრირდა სექტემბრის დასაწყისში. დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს სომხეთსა და რუსეთს შორის სომხეთში წარმოებული Sputnik Light-ის მესამე ქვეყნებში ექსპორტზე“, – განაცხადა კამალიანმა.