მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა და ალიევმა მიიღეს ბრიუსელში შეხვედრის შესახებ შეთავაზება

19 ნოემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი.

განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, საუბარი შეეხო 15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს.

პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა შესთავაზა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს  და პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს , რომ ის მასპინძლობას გაუწევდა მათ  აღმოსავლეთის  პარტნიორობის სამიტის ფარგლებში.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეხვდებიან ბრიუსელში, განიხილავენ  რეგიონში არსებული ვითარებას და   დაძაბულობის დაძლევის გზებს.  

სატელეფონო საუბრისას სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ დაამყარონ პირდაპირი კავშირის  თავდაცვის მინისტრების დონეზე, რაც  შეიძლება იქცეს ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმად. 

ნახეთ მეტი
Back to top button