საერთაშორისო

კოვიდით გარდაცვალების ბოლო დინამიკით საქართველო მსოფლიოში პირველია – NY Times

New York Times-ის მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე გაანგარიშებით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების სტატისტიკის ბოლო დინამიკით, რომელიც გასულ 7 დღეს ასახაავს, საქართველო  მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული მედია აქვეყნებს.

გამოცემის მონაცემებით, რომელიც Our World In Data-ს სტატისტიკას ეყრდნობა, ბოლო 7 დღეში საქართველოში გარდაცვლილთა მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 2.01-ია. ქვეყანაში დღიური გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 74.7-ია.

100 ათას მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებლით მეორე ადგილს ბულგარეთი იკავებს, სადაც გარდაცვალების დღიური საშუალო მაჩვენებელი 128.7-ია. 100 000 მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელი ბულგარეთში 1.85-ია. ამავე მონაცემების მიხედვით, მესამე ადგილს მოლდოვა იკავებს 100 000 მოსახელზე სიკვდილიანობის 1.82 მაჩვენებლით. მეოთრხე ადგილზე კი უკრაინაა, სადაც დღეში საშუალოდ 682.6 ადამიანი იღუპება და 100 000 მოსახლეზე გადდაანგარიშებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1.54-ია.

ნახეთ მეტი
Back to top button