მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და საფრანგეთის პარლამენტის სპიკერები შეხვდნენ

სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი, რომელიც ვიზიტით იმყოფება საფრანგეთში, შეხვდა საფრანგეთის პარლამენტის სპიკერს  რიჩარდ ფერანს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის ეროვნული ასაბლეა.

შეხვედრისას  მხარეებმა დეტალურად განიხილეს რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პროვოკაციული და აგრესიული ქმედებები  სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, რის შედეგადაც არის მსხვერპლი, ტყვედ აყვანილი სომეხი სამხედროები და დაკარგული პირები. ალენ სიმონიანმა აღნიშნა, რომ ეს ბოლო თავდასხმა არის აზერბაიჯანული მხარის თანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიების ოკუპაციის მიმართულებით, რომელიც მიმდინარე წლის 12 მაისს დაიწყო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სიუნიქისა და გეღარქუნიქის რეგიონებში ესკალაციით.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ასევე იყო თავდასხმა დემოკრატიაზე.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საფრანგეთი მიუხედავად მისი გეოგრაფიული მანძილისა, იყო და რჩება სომხეთის მეგობარი. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის წარმატებით ვითარდება  და  ხაზი გაუსვეს სომხეთისა და საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოების მეგობრობის ჯგუფების როლს ამ თანამშრომლობის მუდმივ განვითარებაში.

შეხვედრის დასასრულს, პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და საფრანგეთს შორის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაფართოებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button