პოლიტიკა

სომხეთი მიმართავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს

სომხეთის რესპუბლიკამ მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბერს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული აგრესიული ოპერაციების დროს დატყვევებული სომეხი სამხედროების ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის მოთხოვნით.

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოში განცხადება შევიდა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით აზერბაიჯანის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ ტყვე სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და მათი წამებისგან დაცვის უფლებების უზრუნველყოფას.

ნახეთ მეტი
Back to top button