პოლიტიკა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტის ახალი ფორმატი იქმნება. პოლიტოლოგი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას პლატფორმაში 3+3. მან აღნიშნა, რომ ამის შესახებ ბაქო და ანკარა იყო ინფორმირებული. საქართველო ხელახლა რატომ ადასტურებს  თავის ადრინდელ განცხადებას?

თემაზე Lragir.am ესაუბრა თბილისის შავი ზღვის პრესის სააგენტოს მთავარ რედაქტორს, პოლიტოლოგს გელა ვასაძეს.

ვასაძის თქმით, საქართველო რუსეთთან ერთად არცერთ ახალ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ ის, რაც სიუნიქში ხდება, არის ბაქოს რეაქცია მეღრის გავლით დერეფნის გახსნის შესახებ შეთანხმებების ფაქტობრივ ჩავარდნაზე. „აზერბაიჯანისთვის პრინციპულად ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის ნაცვლად ეს დერეფანი მიიღოს, და ეს საკითხი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მთავარი ხდება იმ პირობებში, როცა სხვა საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია. სიტუაცია ძალიან მტკივნეულია, მიმდინარეობს კონფლიქტის ახალი ფორმატის შექმნის პროცესი. ასეთ პირობებში ძალიან რთულია რაიმე პოზიტიურის მოლოდინი“, – ამბობს პოლიტოლოგი.

ნახეთ მეტი
Back to top button