პოლიტიკა

ღარიბაშვილი ზურაბიშვილმა ჩაანაცვლა | რატომ დაიბლოკა პრემიერი აშშ-ის სამიტზე

,,მთავარი არხი” წერს, რომ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელმწიფოს შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი წარადგენს. უმაღლესი დონის შხვედრაზე, სადაც მსოფლიო ლიდერები არიან მიწვეული, საქართველოს პრემიერმინისტრი არ იქნება.

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ვარაუდით, ეს არ არის ღარიბაშვილის არჩევანი, მათი ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა მთავრობის მეთაურს არადემოკრატიული და სიძულვილის შემცველი განცხადებების გამო მიანიშნა, რომ დემოკრატიის სამიტზე მისი ადგილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, პრემიერს მხოლოდ ონლაინ ჩართვა შესთავაზეს.

ცნობისთვის, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე საქართველოდან სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, ზურაბიშვილმა სპეციალური მიწვევა პირადად მიიღო. სამიტი 10 დეკემბერს გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button