კულტურა

აზერბაიჯანი იუნესკოს სთავაზობს შუშის ,,შემოქმედი ქალაქების ქსელში” ჩართვას

იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელი მოიცავს 246 ქალაქს 90 ქვეყნიდან. აზერბაიჯანს სურს, რომ შუშიც იყოს ამ ქსელში და შესაბამისი განცხადება უკვე შეტანილია. ბოლო 4 წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა იუნესკოს 3 ასეთი განაცხადი წარუდგინა, შემოქმედი ქალაქების ქსელში კი ქალაქები შეკი, ბაქო და ლანკარანი გამოჩნდა. პროგრამა „Creative Cities Network“ აერთიანებს მსოფლიოს ქალაქებს, მუსიკის, ხელოვნებისა და ხელოსნობის, დიზაინის, კინოს, ლიტერატურის, გართობის, მედიახელოვნების განვითარების გათვალისწინებით.

აზერბაიჯანის ინიციატივა შუშის “შემოქმედი ქალაქების” ქსელში წარდგენის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროვოკაციაd შეაფასა.

სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაციის ICOMOS სომხეთ-ის პრეზიდენტის, გაგიკ გიურჯიანის თქმით, შუშის ამ ქსელში ჩართვა, ზოგადად კულტურულ ცენტრად გადაქცევის მცდელობა კიდევ ერთი ხრიკია იმის დასამტკიცებლად, რომ ქალაქი მათია.

ვებგვერდი monumentwatch.org, რომელიც აკვირდება არცახის კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე გამოეხმაურა აზერბაიჯანის განცხადებას შუშის იუნესკოს „შემოქმედებითი ქალაქების ქსელში“ შეყვანის შესახებ და ხაზს უსვამს ამ ნაბიჯით აზერბაიჯანის მიერ ჩადენილ დარღვევებს. სომხური კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრ შუშის აზერბაიჯანელი ხალხის შემოქმედებით ქალაქად წარმოჩენის მცდელობა არღვევს სომხური თემის კულტურულ და ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 27-ე მუხლით. შუშის სომხური კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრად გამოცხადებით აზერბაიჯანი არღვევს ქალაქის ისტორიის, ავთენტურობისა და მთლიანობის ძირითად პრინციპებს, რომლებიც გამომდინარეობს ICOMOS -ის მიერ 1994 წელს იაპონიაში და 2017 წელს ნიუ დელიში მიღებული შესაბამისი დოკუმენტებიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button