საზოგადოება

ილია II: არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ სინანული ასწორებს მას

,,Metronome.ge” წერს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ცოდვებზე ისაუბრა მისივე თქმით, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია, მაგრამ “სინანული ასწორებს ადამიანს”.

“არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება”,- საუბრობს პატრიარქი.

ილია მეორემ დღეს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა.

ნახეთ მეტი
Back to top button