მთავარიპოლიტიკა

16 ნოემბერს დატყვევებულთა რაოდენობა შესაძლოა მეტიც იყოს: უფლებადამცველი

ოფიციალური მონაცემებით, 16 ნოემბრის სამხედრო მოქმედებების შედეგად  სომხურ მხარეს ჰყავს 13 ტყვედ ჩავარდნილი და 24 უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო. თუმცა, უფლებადამცველი სირანუშ საჰაკიანის თქმით, რომელიც წარმოადგენს სომეხი სამხედრო ტყვეების ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR), არსებობს მტკიცებულება, რომ ტყვეთა რიცხვი დაახლოებით სამ ათეულს აღწევს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტყვეობა ოცდაათ ადამიანს ეხება. ანუ 12 ან 13 არ არის რეალური რიცხვი, ჩვენ უკვე გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედროები ფაქტობრივად ტყვეობაში არიან, ამ მომენტისათვის ისინი აზერბაიჯანში იმყოფებიან“,- აღნიშნა სირანუშ საჰაკიანმა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) აწარმოებს გამოძიებას აზერბაიჯანში მყოფ პირებსა და ტყვეებზე. პასუხების მიღების შემდეგ შესაძლებელი იქნება მკაფიო ციფრებით საუბარი. სომხეთში წითელი ჯვრის ოფისის წარმომადგენელმა ზარა ამატუნიმ „რადიოლურს“ განუცხადა, რომ ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ მხარეებთან, რათა მიაღწიონ შეთანხმებას 16 ნოემბრის ესკალაციის შედეგად  დატყვეებულთა  მონახულებაზე.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები მხარეებთან დიალოგში არიან. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შემიძლია, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. ვაგრძელებთ მხარეთა ხელისუფლებასთან  დიალოგს, ვცდილობთ მივიღოთ შესაძლო დადასტურებები, რათა ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები ტყვეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რათა შევძლოთ განაცხადის წარდგენა გადაუდებელ  ვიზიტზე“- ამბობს წითელი ჯვრის ოფისის წარმომადგენელი.

ნახეთ მეტი
Back to top button