
26 ნოემბერს სოჭში გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რფ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
დაგეგმილია სამი ქვეყნის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბერსა და 2021 წლის 11 იანვარს მიღწეული შეთანხმებების შესრულების განხილვა, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მშვიდობის დამყარების შემდგომი ნაბიჯების დასახვა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სავაჭრო და ეკონომიკურ-სატრანსპორტო ურთიერთობების აღდგენასა და განვითარებას.
სამმხრივი შეხვედრის გარდა, რუსეთის პრეზიდენტი სოჭში ცალ-ცალკე შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.