მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრისას მხარი დაუჭირა იუნესკოს ფაქტების დამდგენი მისიის შესვლას მთიან ყარაბაღში

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და ცივილიზაციების ალიანსის უმაღლესი წარმომადგენელი მიგელ ანხელ  მორატინოსი.

როგორც  პრემიერ-მინისტრის აპარატი გვაცნობებს,    ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს არის გაეროს ცივილიზაციათა ალიანსის პირველი ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში ასეთ მაღალ დონეზე, მან იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი  ხელს შეუწყობს  ორმხრივ თანამშრომლობას, ასევე დიალოგს ჩვენი რეგიონის ხალხებს შორის.

უმაღლესმა წარმომადგენელმა მორატინოსმა წარმოადგინა ცივილიზაციათა ალიანსის ძირითადი მიმართულებები, დიდი მნიშვნელობა მიანიჭა  სომხეთის როლსა  და მონაწილეობას ალიანსის მუშაობაში.

პრემიერ-მინისტრმა ბატონი მორატინოსის ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე სომხური ისტორიულ-კულტურულ-რელიგიური მემკვიდრეობის განადგურებისა და დამახინჯების ფაქტებზე,  მათ შორის აზერბაიჯანული მხარის ქმედებებით ღაზანჩეცოცის ეკლესიისა  და დადივანქის სამონასტრო კომპლექსის წინააღმდეგ. პრემიერმა დადებიტად შეაფასა  იუნესკოს ფაქტების დამდგენი მისიის შესვლა მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რეგიონებში და ამ მხრივ ყურადღება  გაამახვილა აზერბაიჯანის დესტრუქციულ პოლიტიკაზე.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ჰუმანიტარული მისიის აუცილებლობას არცახში.

ნახეთ მეტი
Back to top button