პოლიტიკა

ირანი მხარს უჭერს 3 + 3 ფორმატს – ირანის ელჩი თურქეთში

თურქეთის სააგენტო Anadolu-სთვის მიცემულ ინტერვიუში  ირანის ელჩმა თურქეთში მუჰამედ ფერაზმენდმა  რეგიონულ 3+3 ფორმატზე ისაუბრა.

თურქეთში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტი მხარს უჭერს 2020 წელს ერდოღანის მიერ შემოთავაზებული 6 ქვეყნის მონაწილეობით, „3+3“ თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას.

“ფორმატი ემთხვევა ირანის საგარეო პოლიტიკის კურსს, ანუ ეს არის რეგიონში დაძაბულობის განმუხტვისა და პრობლემების მოგვარებისა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების საშუალება”, – განაცხადა მან.

ელჩის თქმით, ამ პლატფორმის შექმნას საქართველოს გარდა სხვა ქვეყნები დადებითად უყურებენ. „30 წლიანი დაძაბულობის აღმოფხვრა სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას“, – განაცხადა მოჰამედ ფარაზმენმა.

ნახეთ მეტი
Back to top button