ამერიკელი ჟურნალისტის ლინდსი სნელის Twitter-ის პოსტში სირიელი დაქირავებულები უჩივიან, რომ ბრიგადა „სულეიმან შაჰის“ ლიდერმა აბუ ჰამშამ მათ არ გადაუხადა აზერბაიჯანის არცახის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისათვის დაპირებული გასამრჯელო. ეს პუბლიკაცია ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ აზერბაიჯანმა სირიელი დაქირავებულები არცახის 44-დღიან ომში ჩართო.
სომხეთის მოქალაქეების უფლებების დარღვევის საფუძვლით თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ერთ-ერთი არგუმენტი არის დაქირავებული ტერორისტების ჩართვისა და მათი დამონების საკითხი.
რამდენი დრო დასჭირდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად და რა მოჰყვება ყოველივე ამას? ამ კითხვაზე პასუხობს უფლებადამცველი არტაკ ზეინალიანი.
2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში BBC ესაუბრა ოთხ სირიელ დაქირავებულს, რომლებმაც, მათი გვარების გამხელის გარეშე, უთხრეს, თუ როგორ გადავიდნენ აზერბაიჯანში, სადაც მათ მაღალ ხელფასსს პირდებოდნენ და მათი ნების წინააღმდეგ აღმოჩნდნენ ფრონტის ხაზზე, სადაც ისინი რეალურად მსახურობდნენ „საზარბაზნე ხორცად“.
ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში, აზერბაიჯანულ-თურქულმა ტანდემმა ჩრდილოეთ სირიაში პროთურქული ძალების მიერ კონტროლირებად რაიონებში გარდა ჯიჰადისტი ბოევიკებისა დაიწყო რიგითი მოქალაქეების მობილიზებაც. მათ, პრესაში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, 2000 დოლარს ჰპირდებოდნენ. სირიის ჩრდილოეთ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებსაც დღეში 1 დოლარიც კი სანატრელი აქვთ, დაპირებული ხელფასი ძალიან მიმზიდველი იყო.
თურქეთის ხელშეწყობით, სირიის ეროვნული არმიის მიერ დაკომპლექტებული დაახლოებით 4000 ადამიანი თურქეთის ტერიტორიის გავლით, თურქეთის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით აზერბაიჯანში გადაიყვანეს. ეს ფაქტი სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმაც დაადასტურა.
არცახის ომში დაღუპული დაქირავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ დიდ ბრიტანეთში მოქმედი „ადამიანის უფლებათა სირიის ცენტრის“ ცნობით, არცახში 500-ზე მეტი სირიელი დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა.
თურქეთი და აზერბაიჯანი კვლავ უარყოფენ სირიელი დაქირავებული ჯარისკაცების მონაწილეობას ყარაბაღის ომში. თუმცა ამის დამადასტურებელი ბევრი ფაქტია, დაწყებული ვიდეოებით, სადაც დაქირავებულები თვითონ მოგვითხრობენ, ფოტოებით, დაზვერვის მონაცემებით. ეს უფრო უდავოს ხდის 44-დღიან ომში სომხური მხარისმიერ ორი სირიელი დაქირავებულის ტყვედ აყვანის ფაქტს. მათ ბრალი წაუყენეს სომხეთში. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ტერორისტები არ არიან სამხედრო ტყვეები, ამიტომ ისინი არ შეიძლება ექვემდებარებოდნენ გაცვლას და დაბრუნებას.
სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა არაერთხელ გააჟღერა, რომ დაქირავებულების და ჯიჰადისტების ჩართვა ომის დანაშაულია. გამოაქვეყნა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დაქირავებული ტერორისტი, რომელიც აგროვებს არცახის რესპუბლიკის თავდაცვის არმიის იარაღს, ვიდეოში საუბრობს საბრძოლო მასალის სხვა ქვეყნებში გამოყენებაზე.
სომხურმა მხარემ ომში სირიელი დაქირავებული ჯარისკაცების ჩართვის დამადასტურებელი მტკიცებულებები ევროსასამართლოს გაუგზავნა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ თურქეთმა არ შეასრულა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, აგრძელებს რეგიონში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულობას.
უფლებადამცველმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა არტაკ ზეინალიანმა „რადიოლურს“ განუცხადა, რომ თურქეთის და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის ერთ-ერთი არგუმენტი ეხება დაქირავებული ტერორისტების ჩართვას და მათ დამონებას.
„თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი სომეხი მოქალაქეების უფლებების დარღვევის გამო, რომელთაგან ერთ-ერთია რგუმენტია ტერორისტების, დაქირავებულების გამოყენება საომარ მოქმედებაში“, – განაცხადა არტაკ ზეინალიანმა.
2020 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ევროსასამართლოში წარდგენილ ფაქტებზე გადაწყვეტილების მიღებას წლები სჭირდება, უფლებადამცველი ამბობს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დიდხანს შეიძლება ველოდოთ, პროცესი შრომატევადია. მაგრამ ერთი რამ გარკვეულია.
„პროცესი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდება. ამას წლები დასჭირდება, საჩივარი გადაეგზავნება მოპასუხეს, შემდეგ გადაეგზავნება მოსარჩელეს, შემდეგ მოსარჩელე წარადგენს თავის დაკვირვებებს. აზერბაიჯანი, თავის მხრივ, მოითხოვს ვადას, ყოველ ჯერზე გააგრძელებს პასუხის გაცემის ვადას და ა.შ.“, – თქვა ზეინალიანმა.
რას მოგვცემს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება? უფლებადამცველი ამ კითხვაზე შემდეგი სახის პასუხს სცემს: „აუეს-ის გადაწყვეტილება აღიარებს უფლების დარღვევის ფაქტს, განაჩენი ასევე ითვალისწინებს სამართლიან კომპენსაციას, რომლის მიხედვითაც მოპასუხე სახელმწიფომ დარღვევის მსხვერპლს სამართლიანი ანაზღაურების სახით სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს დადგენილი თანხა. თუმცა, ეს არ არის განაჩენის მნიშვნელობა, არამედ ის, რომ უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობა უნდა აღდგეს. ბალანსის აღსადგენად სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს დამნაშავეები, გაასამართლოს ისინი და მათმა სასჯელი ბოლომდე უნდა მოიხადონ, რა დროსაც დეტალების ნებისმიერი დარღვევა იწვევს დარღვეული უფლების განმეორებით დარღვევას“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში რამდენად რეალურია თურქეთისა და აზერბაიჯანისაგან მისი აღსრულება?
როგორც ომამდე, ისე ომის შემდგომ პერიოდში, რეგიონში დაქირავებულთა ყოფნა კვლავ სახიფათოა, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ომისშემდგომ პერიოდში აზერბაიჯანული მხარე კვლავ ავრცელებს ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიების დაქირავებულებით დასახლების შესახებ.