მთავარიპოლიტიკა

აშშ დეკემბერში ,,დემოკრატიის სამიტზე” იწვევს 110 ქვეყანას და ტერიტორიას

შეერთებულმა შტატებმა 110 ქვეყანა და ტერიტორია მიიწვია დეკემბრის დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება ვიდეოკონფერენციის ფორმატში.

სია გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე, იტყობინება “არმენპრესი”. მოწვეულთა შორის, კერძოდ, არ არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი. მონაწილეებს შორისაა ტაივანი, რომელიც ჩინეთის რესპუბლიკის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რომელსაც მხარს უჭერს ქვეყნის უმეტესი ნაწილი, ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციაა.

სიაში ასევე შედის ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა უნგრეთის გარდა. დოკუმენტის მიხედვით, სამიტზე არც თურქეთია მიწვეული. ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან მონაწილეთა სიაში მხოლოდ სომხეთი, საქართველო, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, უკრაინა და ესტონეთია.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მოხსენიებულია ისრაელი და ერაყი, მაგრამ არ არიან მოწვეული აშშ-ის ზოგიერთი სხვა ტრადიციული მოკავშირე, როგორიცაა ეგვიპტე, საუდის არაბეთი, იორდანია, ყატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ვაშინგტონი აპირებს 9-10 დეკემბერს ვიდეო კონფერენციის რეჟიმში გამართოს „სამიტი დემოკრატიისთვის“ , რომელშიც შეიკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები, უფლებადამცველები და ბიზნესმენები, იტყობინება TASS.

ნახეთ მეტი
Back to top button