პოლიტიკა

მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე – კარლ ჰარცელი

,,მთავარი არხი” წერს, რომ ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია. დიპლომატი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე:

“ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით, ასევე დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. იმედი მაქვს, რომ მოვლენების განვითარების არსებული იმპულსი იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის იფიქრონ, რომ შეინარჩუნონ ეს იმპულსი და საქმე წინ წაწიონ”, – ამბობს ჰარცელი.

შეგახსენებთ, რომ მიხელ სააკაშვილს მისსავე სასამართლო პროცესებზე დასწრების საშუალებას იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა მიზეზებით არ აძლევს.

ნახეთ მეტი
Back to top button