საზოგადოება
პოლონეთმა სომხეთს საჩუქრად გადასცა AstraZeneca ვაქცინის 201640 დოზა
პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს გადასცა 584640 ევროს ღირებულების, 20164640 ერთეული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca.
ამის შესახებ სომხეთში პოლონეთის საელჩოს Facebook-ის გვერდზე წერია.
„პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო ძალიან აფასებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას“, – ნათქვამია ჩანაწერში.