საზოგადოება

პოლონეთმა სომხეთს საჩუქრად გადასცა AstraZeneca ვაქცინის 201640 დოზა

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს გადასცა 584640 ევროს ღირებულების, 20164640  ერთეული  COVID-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინა AstraZeneca.

ამის შესახებ სომხეთში პოლონეთის საელჩოს Facebook-ის გვერდზე წერია.

„პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო ძალიან აფასებს სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას“, – ნათქვამია ჩანაწერში.

ნახეთ მეტი
Back to top button