მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი აგრძელებს ანტისომხურ პოლიტიკას მთელ მსოფლიოში: მტკიცებულებები სან – ფრანცისკოდან (ფოტო)

აზერბაიჯანი აგრძელებს ანტისომხურ პოლიტიკას მთელ მსოფლიოში,  წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სომხეთის  ადამიანის უფლებათა დამცველი არმან თათოიანი. მისი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული სომხების სიძულვილი არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რათა ხორი ხალხის მტრობა ვრცელდებოდეს მსოფლიოს მასშტაბით.

„19 ნოემბერს სან-ფრანცისკოში, ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტის და აშშ-ში ცნობილი სომეხი იურისტის გარო ღაზარიანის თანხლებით, ვესტუმრე წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სომხურ სამოციქულო ეკლესიას და გრუზეან-ზაქარიან-ვასპურაკანის ეროვნულ სკოლას. აქ შარშან თავს დაესხნენ აზერბაიჯანული კრიმინალური ჯგუფები.

კერძოდ,  ეკლესიას  ცეცხლი  წაუკიდეს  2020 წლის  სექტემბერში.  ივლისში  სკოლა  დაარბიეს,  კედლებზე  წააწერეს სომხების  მიმართ   სიძულვილისა და მტრობის სიტყვები.

ამის შემდეგ, 2020 წ. 21 სექტემბერს სკოლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, მაშინ როცა სკოლაში საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებიც დადიან.  

ეკლესიაში   გაიმართა  შეხვედრები   სკოლის დირექტორ სმბატ ბოიაჯიანთან,  პედაგოგიურ კოლექტივთან და ბავშვებთან. მათ დაადასტურეს ტერორისტული თავდასხმები და ილაპარაკეს თავდასხმის დეტალებზე.

ეს ქმედებები არღვევს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას, არღვევს ძალადობისგან თავისუფლების უფლებას, ბავშვების ინტერესებს, სინდისის თავისუფლებას, რელიგიისა  და სხვა სასიცოცხლო უფლებებს.

ისინი ადასტურებენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ავრცელებს  ანტისომხურ პოლიტიკას,  ცდილობს მთელს მსოფლიოში შეინარჩუნოს უარყოფითი, მტრული დამოკიდებულება სომეხთა მიმართ, საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებათა სისტემას სხვა ქვეყნებში და ინარჩუნებს დაძაბულ ატმოსფეროს.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე გამოძიებას ახორციელებს აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI), როგორც სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული“, – ნათქვამია თათოიანის პოსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button