პოლიტიკა

რუსეთში მტრების მეთვალყურე ქვა შექმნეს

ვორონეჟის საჰაერო ძალების აკადემიის კურსანტებმა შექმნეს ქვა, რომელიც თვალს ადევნებს რუსეთის მტრებს, წერს „ზვეზდა“.

ის გარეგნულად ჩვეულებრივ ქვას ჰგავს, მაგრამ აღჭურვილია კონტროლის სისტემით. ლოდინის რეჟიმში მუშაობის დრო ერთ დღემდეა.

„როცა მოძრაობის სენსორის სიგნალი მუშაობს, ქვა ცოცხლდება. კამერა. მიკროფონი. ასეთი ფილმის გადაღება შეიძლება თხუთმეტ საათს გაგრძელდეს. ოპერატორი ორი კილომეტრის მანძილზეა. ის ყველაფერს შტაბში აგზავნის“, – ნათქვამია სტატიაში.

აღნიშნულია, რომ „კურსანტების სამეცნიერო დირექტორმა რობოტული მართვის კომპლექსის იდეა სირიიდან ჩამოიტანა“. „ამ ქვის ასლი შეიარაღებულ ძალებში არ არებობს. მისი დაპროექტება განხორციელდა შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების გენერალური დირექტორატის სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის მიერ“, – წერს ,,ზვეზდა“.

ნახეთ მეტი
Back to top button