მთავარიპოლიტიკა

ერევანისა და ბაქოს აქცენტები განსხვავებული იყო. პოლიტოლოგი სოჭის შეხვედრის შესახებ

სოჭში გამართული ფაშინიან-პუტინ-ალიევის სამმხრივი შეხვედრა სომხეთმა გამოიყენა, როგორც გადაუჭრელი საკითხების წამოჭრის შესაძლებლობა, რომელიც წარმოიშვა სამმხრივი განცხადების შემდეგ. ამის შესახებ ,,რადიოლურ“-ს განუცხადა პოლიტოლოგმა ემილ ორდუხანიანმა. პოლიტოლოგის თქმით, სოჭში გამართულ შეხვედრაზე აშკარა განსხვავება იყო პუტინის და ალიევის შეხედულებებსა და ფაშინიანის განცხადებებს შორის.

თუ პუტინი და ალიევი განსაზღვრულად გადაჭრილ საკითხებზე საუბრობდნენ, სომხურმა მხარემ წამოჭრა გადაუჭრელი საკითხები და ამავდროულად დაამატა კიდევ ერთი საკითხი: აზერბაიჯანი ახორციელებს შეიარაღებულ შეჭრას სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე.

პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ დოკუმენტში კონკრეტულად არ არის ნახსენები სომხეთისთვის ორი მნიშვნელოვანი საკითხი: ტყვეების დაბრუნება და სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ჯარების გაყვანა. ორდუხანიანი ელის, რომ სომხეთის მოლოდინები ბრიუსელის შეხვედრის შემდეგ შესრულდება.

ნახეთ მეტი
Back to top button