მთავარიპოლიტიკა

ალიევმა ერდოღანს გააცნო სოჭში სამმხრივი შეხვედრის დეტალები

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ილჰამ ალიევმა მას გააცნო  სოჭში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრის დადებითი შედეგები. ამის შესახებ იტყობინება „რია ნოვოსტი“.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის სამმხრივი შეხვედრა სოჭში 26 ნოემბერს გაიმართა და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. კერძოდ, მოღვაწეები შეთანხმდნენ წლის ბოლომდე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის მექანიზმების შექმნაზე და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების ამაღლების ნაბიჯების გადადგმაზე.

„ალიევმა  თქვა, რომ შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. იქვე გადაწყდა მდინარე არაქსის გასწვრივ გამავალი რკინიგზის მაგისტრალის საკითხი. გარდა ამისა, არის იგდირის გზატკეცილის თემაც. ეს იქნება წარმატებული ნაბიჯი ნახჭევანის პრობლემის გადასაჭრელად, ასევე სომხეთის გადასაჭრელადაც.   ადამიანებს შეეძლებათ გავლა,  ტვირთის გადაზიდვა“, – განუცხადა ერდოღანმა თურქ ჟურნალისტებს თურქმენეთში ვიზიტის შემდეგ თურქეთში დაბრუნებისას თვითმფრინავში.

მან შეახსენა თურქეთის წინადადების შესახებ  სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის მოგვარების მიმართულებით –  მოლაპარაკებების 3+3 ფორმატზე.

“ადრე ჩვენ გვქონდა  “6-განზომილებიანი”  შემოთავაზება. რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი და წარმატების შემთხვევაში საქართველო. თუ ეს ფორმატი წარმატებით დაგვირგვინდება, ეს იქნება ძლიერი იმპულსი რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდისთვის“, – დასძინა ერდოღანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button