კულტურამთავარი

აივაზოვსკის ტილო 1 მილიონ ევროდ გაიყიდა

მსოფლიოში ცნობილი პეიზაჟისტ-მარინისტის  ჰოვჰანნეს  აივაზოვსკის ნახატი „ჟენევის კოშკები შავ ზღვაში“ გაიყიდა  Christie’s-ის აუქციონის რუსული ხელოვნების აუქციონზე. 

ნამუშევარი „ჟენევის კოშკები შავ ზღვაში“ მხატვარმა  სიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა მეტრნახევარი სიგანის ტილო ასახავს ზღვის სანაპიროს ღამის ხედს თეოდოსიაში მდებარე ციხესთან, სადაც აივაზოვსკი ცხოვრობდა.

ნახატში  862 500 ფუნტი ან დაახლოებით 1 მილიონი ევრო  (1,3 მილიონი დოლარი) გადაიხადეს. ტილო 40 წელზე მეტია ინახებოდა კალიფორნიის კერძო ოჯახის კოლექციაში. მყიდველის სახელი არ მჟღავნდება. რუსული მედია აღნიშნავს, რომ ეს არ არის ყველაზე მაღალი ფასი, რომლითაც აივაზოვსკის ნახატები იყიდება. ყოფილა  ნახატები, რომლებიც 2 მილიონ დოლარად გაყიდულა.

ნახეთ მეტი
Back to top button