ანალიტიკა

ზანგეზურის დერეფანზე კონტრაქტები უკვე გაფორმებულია: Lragir.am

ბაქოს ხელმძღვანელის  ილჰამ ალიევის აზრით „ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფანი რეალობა ხდება“.  „ეს ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გახდება  აღმოსავლეთ-დასავლეთ-ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნების მნიშვნელოვანი ნაწილი“, – თქვა ალიევმა აშხაბადში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მე-15 სამიტზე. ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან თურქეთი, პაკისტანი, ავღანეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ბაქო.

OECD -ის სამიტი კონსტანტინოპოლში თურქეთის საბჭოს შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ გაიმართა. ერდოღანი ცდილობს გააერთიანოს თურქული სამყაროს პოტენციალი, რათა თავიდან აიცილოს „არარეგიონული ქვეყნების“ გავლენა და აიღოს კონტროლი კომუნიკაციებზე. საუბარია როგორც გზებზე, ასევე ენერგეტიკულ კომუნიკაციებზეც. როგორც ერდოღანმა განაცხადა, ამ პროგრამის შუალედური ნაწილია  სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი დერეფნის მიღწევა,  მის ირგვლის არსებულ სომხურ ტერიტორიებთან ერთად.  

რეგიონის პრობლემები რეგიონის ქვეყნებმა უნდა მოაგვარონ და უცხო ქვეყნების ყოფნა და ჩარევა არა მხოლოდ პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს, არამედ გაართულებს სიტუაციას, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისმა ერდოღანთან აშხაბადში შეხვედრისას. რაისმა ირანის, აზერბაიჯანის და თურქეთისა თანამშრომლობაზე საუბრისას აღნიშნა: „ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო:  კულტურა, რელიგია და იდეოლოგია, არ უნდა დავუშვათ ამ ურთიერთობების დარღვევა“.  „ირანს, რუსეთს და თურქეთს შეუძლიათ შეინარჩუნონ უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით“, – განაცხადა ერდოღანმა.

თავის მხრივ, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრისას,  ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდულაჰიანი მიესალმა სოჭის სამმხრივ შეხვედრას. მინისტრებმა განიხილეს „3+3 დონეზე თანამშრომლობის შესაძლებლობა.

თურქეთი ცდილობს გააკონტროლოს ენერგეტიკული და სატრანსპორტო ნაკადები თურქმენეთიდან. ერდოღანი ბერდიმუჰამედოვს შეხვდა და ისაუბრა „ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. 21 იანვარს ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერა ალიევთან ერთობლივ მემორანდუმს ნახშირწყალბადების საბადოს განვითარების შესახებ, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში კამათის საგანი იყო. შეთანხმების გამოცხადებისთანავე, თურქეთმა მიულოცა ორ ქვეყანას და შეთანხმებას უწოდა: “თურქეთისა და დანარჩენი ევროპის  ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების გზა”.

თავის მხრივ, ირანმა განაცხადა თურქმენეთთან გაზის შეთანხმების განახლების აუცილებლობაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button