საზოგადოება
კიდევ 72 გარდაცვლილი და 3 731 ახალი შემთხვევა – 2 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 72 ადამიანი, 4 295 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 626 კვლევა, აქედან 31 151 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 19 475 PCR-ით. 1 დეკემბერს აიცრა 11 099 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,37%-ია, ბოლო 14 დღის – 8,78%-ია, 7 დღის – 8,53%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი – 1 491 შემთხვევა;
- აჭარა – 172;
- იმერეთი – 646;
- ქვემო ქართლი – 196;
- შიდა ქართლი – 327;
- გურია – 104;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 328;
- კახეთი – 199;
- მცხეთა-მთიანეთი – 86;
- სამცხე-ჯავახეთი – 146;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 853 833 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 796 453 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 191 კი გარდაიცვალა.