მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი რუსეთთან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტს განიხილავს: ევროკავშირის წარმომადგენელი

ევროკავშირი რუსეთთან ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის მოგვარების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს საგარეო პოლიტიკის სამსახურის დირექტორმა  ლიუკ დევინმა განაცხადა. „იმედი მაქვს, რომ რუსული მხარე შეძლებს დაადასტუროს, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და არა რაიმე სხვა მიზეზის გამო“, – დასძინა მან.

დევინმა ასევე აღნიშნა, რომ „ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რისი ძალაც შესწევს“,  -დასძინა, რომ ბრიუსელი ანკარასთან ამ კონფლიქტს განიხილავს.

„მე ცოტა ხნის წინ დავესწარი თურქეთში მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრას. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში  მთავარია მხარეთა ნების გამოვლინება ან ამ ნების არ არსებობა“, -აღნიშნა  ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button