მთავარიპოლიტიკა

მოსკოვი დადებითად აფასებს ეუთო-ს როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ხელშეწყობაში

მოსკოვი დადებით შეფასებას  აძლევს ეუთო-ს როლს დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეძღვნება.

„ეუთო დადებით როლს  ასრულებს დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების  ხელშეწყობაში. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება უნდა განხორციელდეს მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდებით, დადგენილ ფორმატებში, კონფლიქტის მხარეების უშუალო მონაწილეობით და მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button