საზოგადოება
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 20-მდე სომხური სტარტაპი Team Telecom Armenia-ის მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს

6-12 დეკემბერს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სტარტაპ ეკოსისტემის მხარდასაჭერად SSSholidays ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე სომხური სტარტაპ- გუნდი, რომელშიც შედის 400-ზე მეტი მეწარმე, ფიზიკური პირი და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი იდეები, მონაწილეობა მიიღონ მენტორობაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პროგრამაში, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი იასპარეზებს Startup Battle-ში. გამარჯვებული გუნდი მიიღებს მთავარ პრიზს Team Telecom Armenia-სგან, რომელიც SSSholidays-ის გენერალური სპონსორია.