საზოგადოება

კიდევ 67 გარდაცვლილი და 4 100 ახალი შემთხვევა – 3 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 67 ადამიანი, 3 397 კი გამოჯანმრთელდა. 

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 51 749 კვლევა, აქედან 31 223 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 526 PCR-ით. 2 დეკემბერს აიცრა 11 699 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,92%-ია, ბოლო 14 დღის – 8,75%-ია, 7 დღის – 8,39%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 1 658 შემთხვევა;
  • აჭარა – 189;
  • იმერეთი – 675;
  • ქვემო ქართლი – 247;
  • შიდა ქართლი – 401;
  • გურია – 111;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302;
  • კახეთი – 252;
  • მცხეთა-მთიანეთი – 102;
  • სამცხე-ჯავახეთი – 134;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 857 933 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 799 850 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 258 კი გარდაიცვალა.

ნახეთ მეტი
Back to top button