საზოგადოება
კიდევ 67 გარდაცვლილი და 4 100 ახალი შემთხვევა – 3 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 67 ადამიანი, 3 397 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 51 749 კვლევა, აქედან 31 223 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 20 526 PCR-ით. 2 დეკემბერს აიცრა 11 699 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,92%-ია, ბოლო 14 დღის – 8,75%-ია, 7 დღის – 8,39%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი – 1 658 შემთხვევა;
- აჭარა – 189;
- იმერეთი – 675;
- ქვემო ქართლი – 247;
- შიდა ქართლი – 401;
- გურია – 111;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302;
- კახეთი – 252;
- მცხეთა-მთიანეთი – 102;
- სამცხე-ჯავახეთი – 134;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 857 933 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 799 850 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 258 კი გარდაიცვალა.