მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანულმა მხარემ წითელი ბაზრის მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლი გახსნა: არცახის ომბუდსმენი

აზერბაიჯანულმა მხარემ წითელი ბაზრის მიმართულებით განლაგებული პოზიციებიდან ცეცხლი გახსნა, – ამის შესახებ არცახის ომბუდსმენმა გეღამ სტეპანიანმა განაცხადა.

„2 დეკემბერს, დაახლოებით დილის 10:30 საათზე, აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გახსნა არცახის რესპუბლიკის მარტუნის რაიონის წითელი ბაზრის თემის მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან, რომელიც 10-15 წუთს გაგრძელდა. ძირითადად გამოიყენებოდა ცეცხლსასროლი იარაღი.

მიღებული განმარტებით, სროლები თემის საცხოვრებელ უბანში ისმოდა, ნახმარი იარაღის ტყვიებმა კი მოსახლეობის ბაღებში გაიარა, სროლის შედეგად ადამიანური და მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

აზერბაიჯანული მხარე, არღვევს სამმხრივი დეკლარაციით დადგენილ ცეცხლის შეწყვეტას, მაღალ დონეზე მიღწეულ შეთანხმებებს, აგრძელებს დანაშაულებრივ ქმედებებს არცახის მოსახლეობის უფლებების წინააღმდეგ, არღვევს უპირველეს ყოვლისა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის   უფლებას, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ხელშეუხებლობის უფლებას.

ცეცხლის შეწყვეტის დამყარების შემდეგ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებებით აზერბაიჯანული მხარე ცდილობს არცახში მცხოვრები ხალხის დაშინებას, შიშისა და სასოწარკვეთის ატმოსფეროს შექმნით სომხების გამოსახლებას არცახიდან.

„გადაუდებელ პრობლემად რჩება აზერბაიჯანის შეიარაღებული ბაზების დაუყონებლივ გაყვანა არცახის მშვიდობიანი დასახლებების მიმდებარე ტერიტორიებიდან, აუცილებლად მიმაჩნია  ზავის რეჟიმის  დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიების მექანიზმების დანერგვა“,-წერს სტეპანიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button