ანალიტიკა

თურქმენული გაზის ირანის გავლით აზერბაიჯანში ექსპორტის გეგმა არასერიოზულია. ექსპერტი

არა მგონია, ეს სერიოზული თემა იყოს, უფრო პოლიტიკურ პრობლემას აგვარებს, ვიდრე ეკონომიკურს და მკაცრად მეპარება ეჭვი, რომ რაიმე გაზი სადმე გაედინება. ამის შესახებ NewS.am-ს განუცხადა სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ენერგეტიკის ექსპერტმა არმენ მანველიანმა, შეეხო რა ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრების აშხაბადში შემდგარ მე-15 სამიტის ფარგლებში თურქმენეთს, აზერბაიჯანსა და ირანს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვით ირანის გავლით წელიწადში 1,5-2 მილიარდი კუბური მეტრი თურქმენული გაზი ექსპორტირებული უნდა იქნას აზერბაიჯანში.

„პრობლემა ის არის, რომ ირანის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში მცირე რაოდენობის გაზი შეიძლება შემოვიდეს, რომელიც აზერბაიჯანს შეუძლია გამოიყენოს, მაგალითად, შიდა მოხმარებისთვის. აზერბაიჯანი წელიწადში 1 მილიარდი კუბურ მეტრ გაზს ადრე რუსეთიდან შიდა მოხმარებისთვის იყენებდა, ძალზე შესაძლებელია, რომ აზერბაიჯანი ახლა ცდილობს შიდა მოხმარებისთვის შემოტანილი გაზის ეს რაოდენობა თურქმენულით ჩაანაცვლოს. მაგრამ იმუშავებს თუ არა ეს ვარიანტი, ძალიან მეეჭვება. ჯერ ერთი, თურქმენულ გაზს მკაცრად აკონტროლებს ჩინური კაპიტალი, რომელიც არის თურქმენეთის ეკონომიკაში მთავარი ინვესტორი და თურქმენული გაზის მთავარი მომხმარებელი. მეორეც, თურქმენეთ-ირანის ურთიერთობები გაზის სექტორში ძალზე რთულია, გაზის ტარიფზე მოლაპარაკებებიც კი ჩაიშალა და თურქმენეთმა ირანს უჩივლა. მესამე, მსგავსი ხელშეკრულება ადრე გაფორმდა თურქმენეთს, ირანსა და თურქეთს შორის, რომელიც დარჩა ქაღალდზე და არ იმუშავა. შესაბამისად, არ მგონია, რომ ეს იყოს სერიოზული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის თემა“, – აღნიშნა ექსპერტმა.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ თურქმენული გაზის დაგეგმილი მოცულობა აზერბაიჯანში ირანის გავლით მაინც  გავა, შეიძლება თუ არა მისი ექსპორტი ევროპაში ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ხოლო შემდეგ ტრანსანატოლიის და ტრანსადრიატიკის გაზსადენებით, რაც გაზრდის აზერბაიჯანიდან ევროპის ბაზარზე ექსპორტირებული გაზის მოცულობას? მანველიანის თქმით, ამაზე საუბარიც კი არ შეიძლება.

„ეს სრულიად გამორიცხულია. რატომ უნდა მიჰყიდოს აზერბაიჯანმა თურქმენული გაზი ევროპას, თუ მას აქვს საკუთარი გაზი, რომლის მოცულობაც იზრდება? პრობლემა ის არის, რომ გაზსადენი TANAP (ტრანსანატოლიური გაზსადენი, რომლითაც აზერბაიჯანის შაჰ-დენიზ 2-ის საბადოდან საქართველოს ტერიტორიით ახორციელებს გაზის ექსპორტს  თურქეთში საბერძნეთის საზღვრამდე, საიდანაც აზერბაიჯანული გაზი ტრანსადრიატიკის მილსადენით (TAP) საბერძნეთის ჩრდილოეთით, ალბანეთის გავლით იტალიას აღწევს ადრიატიკის ზღვის ტერიტორიის გავლით (NEWS.am), რომელიც მან ააშენა, ძალიან ძვირი დაუჯდა და მომდევნო 10 წელიწადში გაზი უნდა გაყიდოს, რომ შეძლოს ამ  ხარჯების ანაზღაურება, გაზის ბაზარი ცოტა სხვანაირად მუშაობს. ამიტომ არ მჯერა იმ გაზის კონტრაქტის მომავლის და არ მგონია, რომ რაიმე სერიოზული გამოვიდეს. შიდა მოხმარებისთვის შეიძლება, მაგრამ ევროპაში ექსპორტი გამორიცხულია.

გაზის ექსპორტის კუთხით თურქმენეთიც და ირანიც მხოლოდ ეკონომიკურ მიზნებს მისდევს და არა გეოპოლიტიკურს, რუსეთი არ არიან, რომ უზარმაზარი თანხები ჩადონგაზსადენის ასაშენებლად, გაზი გაიტანონ და იმედიც კი არ ჰქონდეთ, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში ამ ხარჯებს აინაზღაურებენ, მათ ამის არც გეოპოლიტიკური ამბიციები გააჩნიათ და არც ამის შესაძლებლობა აქვთ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ კომერციული მიზნების მიღწევაა შესაძლებელი და ირანს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური ბერკეტებიც, რათა გააკონტროლოს თურქმენული გაზის აზერბაიჯანში ექსპორტი“, – დაასკვნა ექსპერტმა.

ნახეთ მეტი
Back to top button