ანალიტიკა

რომელი გზებით წავლენ და წამოვლენ სომხურ-აზერბაიჯანული სატვირთო მატარებლები?

მოსკოვისა და ევროპული მაღალი დონის შეხვედრები ბოლო დღეებში ერთმანეთს მიჰყვება. ამ შეხვედრების  ბირთვი ყარაბაღისა და სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტების მოგვარებაა. სოჭში  ფაშინიან-პუტინ-ალიევის შეხვედრის შემდეგ გაიმართა ვიცე-პრემიერების შეხვედრა, რომელიც შეწყდა, თუმცა უნდა გაგრძელდეს.  ეს არის შეხვედრების რუსული მიმართულება. ევროპული მიმართულებით მოსალოდნელია საგარეო საქმეთა მინისტრის მირზოიანისა და ბაირამოვის შეხვედრა, რომელის  რამდენიმე დღეში ბრიუსელში ფაშინიან-ალიევის  შეხვედრას მოჰყვება.

ოფიციალურ ერევანს აქვს მკაფიო წარმოდგენა, თუ რომელი სარკინიგზო მიმართულებებით მოხდება რეგიონის განბლოკვა. ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ არმენ სიმონიანმა პარლამენტში კონკრეტული მიმართულებები ახსენა. ეს არ ეხება მაგისტრალებს.

„ამ ეტაპზე ჯერ კიდევ განიხილება მარშრუტები, საზღვრის გადაკვეთის პროცედურები, თუ ახლა ჩემგან რაიმეს გარკვევის მოსმენა გსურთ, ასეთ რამეს ვერ გეტყვით,  რადგან ამ საქმეში ჯერ კიდევ არ არის სიცხადე. რკინიგზით ყველაფერი გასაგებია, რა მიმართულებები გვაქვს. ერთი მიმართულება არის  ერასხიდან ნახიჩევანამდე, ერთი არის ჩვენი სამხრეთ ნაწილზე გამავალი, გვაქვს ერთი მიმართულებაც, რომელიც მიდის ჰრაზდანიდან იჯევანში აზერბაიჯანის გავლით, გვაქვს მიმართულება, რომელიც მოქმედებს დღეს საქართველოს ტერიტორიით, გარდა ამისა გვაქვს ერთი სარკინიგზო მიმართულება თურქეთისკენ მიმავალი ანუ აქ ყველაფერი ნათელია.  კონკრეტულად აზერბაიჯანთან გვაქვს მიმართულება ერასხიდან, ჰრაზდანიდან, სამხრეთ ნაწილში, მეღრის გავლით“.

მინისტრის მოადგილის გამოსვლიდან ირკვევა, რომ გაჩერებები არ იგეგმება. საუბარია ტრანზიტულ გადაზიდვებზე, ამბობს ის. რუსეთს  აზერბაიჯანის ტერიტორიით დავუკავშირდებით, ირანს  ნახიჩევანის ტერიტორიით, ეს იქნება განბლოკვა, განმარტა მინისტრის მოადგილემ. მას არ გაუკეთებია კომენტარები  აზერბაიჯანულ პრესაში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button