საზოგადოება

საქართველოდან სომხეთში შემოსვლის ახალი რეგულაცია დაწესდა

საქართველოდან სომხეთში შემოსვლის ახალი რეგულაცია დაწესდა,კერძოდ, თუ ადრე ყველა ადამიანს შეეძლო PCR ტესტის გავლა სომხეთში ან აეროპორტში შესვლისას, ახლა, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებული ახალი ცვლილებებით, ამის გაკეთება მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს შეუძლიათ. სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ უარყოფითი PCR ტესტი საზღვარზე ან შემოვიდნენ სომხეთში ვაქცინაციის მოწმობით.

ვაქცინაციის მოწმობის წარდგენა შესაძლებელია ასევე მობილური აპლიკაციით ან მობილური აპლიკაციის ქაღალდის ვერსიით დაცული QR კოდით, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაამოწმოთ ვაქცინაციის მოწმობის ყველა მოთხოვნა.

სომხეთში შესვლისას უარყოფითი ტესტის ან ვაქცინაციის მოწმობა არ არის საჭირო 6 წლის, 11 თვისა  და 29 დღის  ასაკის ბავშვებისთვის.

სომხეთში შესვლა ღია რჩება უცხოელებისთვის, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარადგენენ 72 საათის ხანგრძლივობის  PCR გამოკვლევის უარყოფით შედეგს ან ვაქცინაციის ცნობას. ამ უკანასკნელებს ეკრძალებათ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა ზემოაღნიშნული მოწმობის წარუდგენლობის შემთხვევაში.

ნახეთ მეტი
Back to top button