პოლიტიკა

2022 წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს დაგეგმილი: ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტით 6%-იანი ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი. როგორც ქართული მედია წერს, ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა:

“2022 წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს დაგეგმილი. ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს 65 მლრდ ლარი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ 5 500$-ს გადააჭარბებს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მომდევნო წელს ბიუჯეტის დეფიციტი 4.2% იქნება, საგარეო ვალი კი მშპ-ს 51.1%-ს შეადგენს.

ამასთან, მისი თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტში დაგეგმილია კაპიტალური ხარჯები 5.9 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 9.1% იქნება.

ნახეთ მეტი
Back to top button