საზოგადოება

როგორია COVID-19-ით ხელახალი დავადების რისკი „ომიკრონის“ შტამის პირობებში?

როგორც „med.news. am“-ი წერს  „ომიკრონ“  შტამის გამო COVID-19-ის გადადების  რისკი 1%-ზე ნაკლებია. ასეთი სტატისტიკა წარმოადგინა ჯანმრთელობის კვლევის აფრიკის კვლევითი ინსტიტუტის პროფესორმა ვილემ ჰანეკომმა, რომელიც ეყრდნობა მორეციდივე ინფექციების შესახებ არსებულ ინფორმაციას.

როგორც ინტერფაქსი იტყობინება Sky News-ზე დაყრდნობით, პროფესორმა აღნიშნა ახალი შტამის მაღალი ინფექციურობა, რაც, ამჟამინდელი მონაცემებით, დაავადების მსუბუქ მიმდინარეობას იწვევს.  „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად გავრცელდა სამხრეთ აფრიკაში და ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდა გაცილებით სწრაფად მოხდა, ვიდრე ქვეყანაში კორონავირუსის წინა ტალღებში.

პროფესორის თქმით, „ომიკრონ“  შტამი უფრო ხშირია ახალგაზრდა პაციენტებში, განსაკუთრებით მათ, ვისაც ვაქცინაცია არ გაუკეთებია, მაგრამ დაავადება უფრო ადვილად პროგრესირებს.

თუმცა, ექსპერტის აზრით, სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეს მხოლოდ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების დასაწყისია, როცა ბევრი რამ ჯერ კიდევ  უცნობია.

ნახეთ მეტი
Back to top button