საზოგადოება

COVID-19-ით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 509 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.53%-ია

,,Metronome.ge” წერს, რომ კორონავირუსით კიდევ 59 ადამიანი გარდააიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 47 328 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 4 509  ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 042 ადამიანი.

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 9.53%-ია, ბოლო 7 დღის – 8.13%, ბოლო 14 დღის კი 8.52%.

4 509 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 871 დადასტურდა, აჭარაში – 194, იმერეთში – 804, ქვემო ქართლში – 269, შიდა ქართლში – 343, გურიაში – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 366, კახეთში – 258, მცხეთა-მთიანეთში – 148, სამცხე-ჯავახეთში – 113, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 43.

7 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 871 580 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 813 872 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 466 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 45 216 აქტიური შემთხვევაა.

1 681 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 613 მკურნალობს, აჭარაში – 132, იმერეთში – 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 368 პაციენტია,  მათგან თბილისში – 201, აჭარაში – 39, იმერეთში – 32.

ნახეთ მეტი
Back to top button