საზოგადოება

წულუკიანმა ჟურნალისტებს „აღვირახსნილი“ უწოდა

როგორც „ნეტგაზეთი“ წერს, დღეს, 8 დეკემბერს, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები კონკურსის გარეშე, “საკუთარი შეხედულებით” დანიშნა. ამის შესახებ წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომლის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ მედიის ნაწილს, მათ შორის, “ნეტგაზეთს” არ მიაწოდა.

ბრიფინგზე არ დაუშვეს “TV პირველის” ჟურნალისტები. ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამინისტროში მისულ ჟურნალისტს ადმინისტრაციის თანამშრომელი ეუბნება, რომ “წინასწარ იცის, რომელი ტელევიზია უნდა შეუშვან”.

წულუკიანს „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ ბლოკავს ბრიფინგებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს.

„თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები!“ – უთხრა წულუკიანმა ჟურნალისტს.

ნახეთ მეტი
Back to top button