მთავარიპოლიტიკა

რეგიონული კომუნიკაციების შესაძლო განბლოკვა და დემარკაცია სხვადასხვა საკითხია. სრ-ის ვიცე-პრემიერი

რეგიონში კომუნიკაციების შესაძლო განბლოკვა არ არის დაკავშირებული სომხეთს და აზერბაიჯანს შორის დემარკაციასთან. ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა.

„ჩვენ მივყვებით სამი ქვეყნის ლიდერების განცხადებას სოჭში, რომლის მიხედვითაც მიღწეული იქნა შეთანხმება გადაიდგას ნაბიჯები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით,  ასევე გააგრძელონ მუშაობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის  დელიმიტაციის და მისი შემდგომი დემარკაციის შესახებ კომისიის შექმნის მიმართულებით – რუსეთის ფედერაციის საკონსულტაციო მხარდაჭერით. თუმცა, ეს საკითხი არანაირად არ უკავშირდება რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების შესაძლო გახსნას“, – განაცხადა სრ ვიცე-პრემიერმა.

გრიგორიანმა ასევე დასძინა, რომ სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა ექსპერტთა ქვეჯგუფი, რომელიც საზღვრების გახსნის შემთხვევაში ტრანსპორტის უზრუნველყოფის საკითხებს განიხილავს. .

„ამ საკითხების საბოლოო გადაწყვეტაზე დისკუსია არ ყოფილა“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button