მთავარიპოლიტიკა

საქართველოს ზოგიერთ სომხურ სკოლას სახელმძღვანელოები ჯერ არ მიუღია

საქართველოს ზოგიერთი სომხური სკოლა კვლავ ელოდება სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებს. ზოგიერთმა სკოლამ მიიღო, მაგრამ არასაკმარისად.

სომხეთისა და საქართველოს განათლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეშვეობით სომხეთიდან სახელმძღვანელოების მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს.

დედაქალაქში არსებულ ერთადერთ სრულიად სომხურ სკოლას, 104-ეს სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები ჯერ არ მიუღია. დირექტორმა  ირინა ჟამკოჩიანმა „რადიოლურს“ უთხრა, რომ ელოდებიან.

„ამ სასწავლო წლის წიგნები ჯერ არ მიგვიღია. რა თქმა უნდა, განაცხადები საჭიროებისამებრ გავგზავნეთ. ჩვენ ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს არსებული წიგნებით, თუმცა იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არაქართულენოვანი სკოლების სპეციალისტმა კარინე მანუკიანმა დარწმუნებით თქვა, რომ სახელმძღვანელოები ყველა სკოლას უახლოეს დღეებში გადაეცემა.

მარნეულის რაიონის სომხებით დასახლებულ დამიას სკოლაში სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლუდმილა ნალბანდიანი (ბადალიანი) ამბობს, რომ მათ მიიღეს, მაგრამ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს.

ზოგიერთი მოსწავლე ყოველთვის რჩება სახელმძღვანელოს გარეშე. უფრო მეტად წიგნები  ჯავახეთში იგზავნება. სომხეთიქართულ დიასპორად ჯავახეთს აღიარებს, მაგრამ მარნეულის რაიონშიც გვჭირდება სახელმძღვანელოები.

სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ არტურ მარტიროსიანმა ცოტა ხნის წინ „რადიოლურს“ განუცხადა, რომ საქართველოში გაგზავნილ  სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეშვეობით, საქართველოში სომხური საგანმანათლებლო პროგრამების მქონე სკოლებში წელიწადში რამდენიმე ათას წიგნს ვაგზავნით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იღებს განაცხადებს და შესაბამისად აწვდის მათ. ზოგადად, იქ არანაირი პრობლემა არ გვაქვს“.

სამინისტრომ გასულ წელს 26 000-ზე მეტი წიგნი გადასცა 11 ქვეყნის დიასპორის სკოლებს საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში სახელმძღვანელოებისა და სხვა საგანმანათლებლო ლიტერატურის უზრუნველყოფის მიზნით. მათი უმეტესობა – 13 ათასზე მეტი,  საქართველოს საჯარო სკოლებში სომხურ ენაზე სწავლობს.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო ცვლილებებს ითვალისწინებს, უახლოეს მომავალში უფრო დიფერენცირებულ მიდგომას გამოიჩენს მოცემული თემის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, რომსომხეთის  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დიასპორაში ყოველდღიურად 340 სომხური სკოლა ფუნქციონირებს. მათგან 130 საქართველოში მოქმედებს, მეორე ადგილზეა  ახლო აღმოსავლეთი, შემდეგ კი  –  შეერთებული შტატები და თურქეთი.

ავტორი: გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button