კულტურა

ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა თავის სომხურ ფესვებზე ისაუბრა

კინოს, თეატრისა და ტელევიზიის ფრანგმა მსახიობმა მურიელ რობენმა ტელეარხ “TF1”-ის ეთერში აღიარა, რომ მის ძარღვებში სომხური სისხლი ჩქეფს, იუწყება Rusarminfo.

რობენის თქმით, თანაავტორის წყალობით, ვისთანაც მუშაობდა, ავტობიოგრაფიული წიგნის “Fragile” მიხედვით, მან შეიტყო, რომ მისი მამა არ არის მისი ბიოლოგიური მშობელი. რობენმა გაარკვია, რომ მისი ბიოლოგიური მამა სომეხი ჟაკია, რომელიც მან ნახა ბავშვობაში, მაგრამ კავშირის შესახებ არ იცოდა. „ბავშვი ვიყავი, იმ ადამიანს  ვიცნობდი და ძალიან მიყვარდა. მე ვარ სომეხი, რადგან მამაჩემი სომეხია”, – ციტირებს პორტალი მსახიობის სიტყვებს.

მურიელ რობენი დაიბადა მეწაღის ოჯახში, სამი ბავშვიდან ის უმცროსი იყო.

1960 წელს ოჯახი საცხოვრებლად სენტ-ეტიენში გადასახლდა. ბავშვობიდან ოცნებობდა მომღერალი გამხდარიყო, მაგრამ ადრეულ ასაკში მამასთან ერთად ფეხსაცმლის გაყიდვა დაიწყო. 1977 წელს გადავიდა პარიზში, დაესწრო  თეატრალურ კურსებს ფლორანს, შემდეგ ჩაირიცხა დრამატული ხელოვნების უმაღლეს ეროვნულ კონსერვატორიაში, სადაც სამი წელი სწავლობდა მიშელ ბუკეის ხელმძღვანელობით. 1997 წელს მან პირველად ითამაშა ფილმში მთავარი როლი. მას იწვევენ “ახალბედები 2. დროის დერეფნები“ ფილმში სათამაშოდ. როლმა მას დიდი წარმატება მოუტანა.

ნახეთ მეტი
Back to top button