მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გეღარქუნიქში სომხეთის სამხედრო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს: თავდაცვის სამინისტრო

9 დეკემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთ პროვოკაციას მიმართეს.

ამის შესახებ სომხეთის  თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

16:25 საათიდან სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიქის რეგიონში მდებარე სომხური სამხედრო პოზიციების მიმართულებით.

სომხურმა მხარემ შესაფერი პასუხი გასცა და შეაჩერა მოწინააღმდეგე.

ნახეთ მეტი
Back to top button