
9 დეკემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთ პროვოკაციას მიმართეს.
ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
16:25 საათიდან სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან ინტენსიური ცეცხლი გახსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიქის რეგიონში მდებარე სომხური სამხედრო პოზიციების მიმართულებით.
სომხურმა მხარემ შესაფერი პასუხი გასცა და შეაჩერა მოწინააღმდეგე.