პოლიტიკა

მოსკოვმა დაამტკიცა პირველი შეხვედრა „3+3“ ინიციატივის ფარგლებში

მოსკოვმა დაამტკიცა პირველი შეხვედრის ჩატარება „3+3“ ინიციატივის ფარგლებში. ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები, თუმცა მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. „მე შემიძლია დავადასტურო, რომ „სამხრეთ კავკასიის  საკონსულტაციო მექანიზმის “3 + 3 „ ფორმატის პირველი სხდომა  ხვალ გაიმართება. რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო წარმოადგენს“,- აღნიშნა ზახარაოვამ.

ნახეთ მეტი
Back to top button