მთავარიპოლიტიკა

რუსი სამშვიდობოები დაასრულებენ სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების საქმეს: მურადოვი

რუსი სამშვიდობოები დაასრულებენ სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების პროცესს, ამის შესახებ TASS-ს  განუცხადა სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ რუსტამ მურადოვმა.

„აზერბაიჯანული მხარის ყველა სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა და სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნებასთან დაკავშირებული სამუშაოები გრძელდება, არის ურთიერთგაგება. ვფიქრობ, ეს საკითხი მთლიანად უნდა დაიხუროს. რუსი სამშვიდობოები დაასრულებენ საქმეს“, – განაცხადა მურადოვმა.

მან აღნიშნა, რომ ტყვეების დაბრუნებასთან დაკავშირებულ სამუშაოს მშვიდობისმყოფელის სამოქალაქო მოვალეობად მიიჩნევს.

„როგორც სამხედროს მესმის ვინ არიან სამხედრო ტყვეები, რა განცდები ჰქონდათ ტყვეობაში. მახსოვს პირველი რეისი, ბაქოში რომ ჩავფრინდით, უკანა გზაზე, ერევნის აეროპორტში ერებუნში ვნახე სამხედროების სახეები. ცრემლები სდიოდათ, არ სჯეროდათ, რომ სახლში დაბრუნდნენ“, – ამბობს მთავარსარდლის მოადგილე.

ნახეთ მეტი
Back to top button