კულტურა

„საბავშვო ევროვიზია-2021“-ის სიმღერის კონკურსში ონლაინ კენჭისყრით სომეხი მონაწილე პირველია

„საბავშვო ევროვიზია-2021“-ის საერთაშორისო სიმღერის კონკურსის ონლაინ კენჭისყრის შედეგად სომხეთის წარმომადგენელი მალენა პირველ ადგილზეა.

ამის შესახებ “არსენპრესის” ცნობით, კონკურსის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მალენას 3367 ქულა აქვს. მეორე ადგილზე საქართველოს წარმომადგენელია 2830 ქულით, მესამეზე კი საფრანგეთის წარმომადგენელია, რომელსაც 2357 ქულა აქვს.

14 წლის მალენა „საბავშვო ევროვიზიაში“ 2020 წელსაც მონაწილეობდა, თუმცა ქვეყანაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობის გამო პირველ არხს სომხეთის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის გაუქმება მოუწია.  ის კონკურსში მონაწილეობს სიმღერით „ქამი-ქამი“.

ნახეთ მეტი
Back to top button