საზოგადოება

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ახალქალაქში მოისმინა ადგილობრივი სომხების სოციალური პრობლემების შესახებ

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი სამცხე-ჯავახეთს ოფიციალური ვიზიტით 8 დეკემბერს ეწვია. ის ახალციხეში, ნინოწმინდაში იმყოფებოდა, შემდეგ ახალქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა “მრავალეროვანი საქართველოს” სამოქალაქო მოძრაობის ოფისში გაიმართა, იუწყება ვებგვერდი Jnews.

საფრანგეთის ელჩის ვიზიტის მიზანი იყო ახალქალაქში ინტეგრაციის პროცესისა და ზოგადად რეგიონში არსებული ვითარების გაცნობა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს განათლების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, უმცირესობების უფლებებზე, ასევე ჯავახეთში მცხოვრები სომხების სოციალურ პრობლემებზე, სახელმწიფოს მიდგომაზე სხვადასხვა საკითხებზე, დეცენტრალიზაციაზე და სხვა მრავალ საკითხზე.

ელჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილზე ყოფნა ინტეგრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული სიტუაციის უკეთ გასაგებად.

„თუ მე შევძლებ კარგად გავიგო რა ხდება, მაშინ შესაძლოა, რომ რამე სასარგებლო გავაკეთო თქვენთვის. ასე რომ, ეს ჩემთვის საინტერესოა“, – თქვა დიეგო კოლასმა.

ნახეთ მეტი
Back to top button