მთავარიპოლიტიკა

“3 + 3” ფორმატის პირველი სხდომა მოსკოვში გაიმართება. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დარეგულირების საკითხებით რეგიონული პლატფორმის „3+3“ პირველი სესია 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართება. ინფორმაციას ავრცელებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე, ჩვენს ქვეყანას წარადგენს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სედათ ონალის ხელმძღვანელობით“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გუშინ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მიიღებს მონაწილეობას „3+3“ ფორმატით წინასწარ შეხვედრაში.

„10 დეკემბერს ამ სამუშაო ჯგუფის წინასწარი სხდომა გაიმართება 3+3, ან, შესაძლოა, 3+2 ფორმატით. „სომხეთი მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დონეზე, რადგან შეხვედრა სწორედ ამ დონეზეა დაგეგმილი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ 3+3 ფორმატი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შესთავაზა. ის ითვალისწინებს რუსეთის, თურქეთის, ირანის, ასევე სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობას.

ნახეთ მეტი
Back to top button