პოლიტიკა

აზერბაიჯანის ,,პოლიტპატიმრების გათავისუფლების კავშირმა“ პოლიტპატიმრების ახალი სია გამოაქვეყნა

,,აზერბაიჯანის პოლიტპატიმრების კავშირმა“ ახალი სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების რაოდენობა 122-ს აღწევს.

„არმენპრესი“-ს მიხედვით ამის შესახებ იუწყება აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო „თურანი“.

გამოქვეყნებული სია 6 ჯგუფისგან შედგება.

„ჟურნალისტები და ბლოგერები“ – 5 ადამიანი, „ოპოზიციური პარტიების და მოძრაობების წევრები“ – 8 ადამიანი“, ,,მორწმუნეები“ -21 ადამიანი, ,,თართარის საქმეზე მსჯავრდებული“ -27 ადამიანი, ,,განჯის საქმეზე მსჯავრდებული“  – 47 ადამიანი. “უვადო პატიმრები” – 14 ადამიანი.

წინა სიაში, რომელიც მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამოქვეყნდა, ასევე შედიოდა 122 ადამიანი, მაგრამ მას შემდეგ ბლოგერები ელჩინ ჰასანზადე, იბრაჰიმ თურქსოი გაათავისუფლეს, შემდეგ კი მოხდა ახალი დაპატიმრებები.

სია შეადგინეს ,,მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის“ დირექტორმა ლეილა იუნუსმა და ,,პოლიტპატიმრების მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ელშან ჰასანოვმა 2012 წლის ოქტომბერში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ სხდომაზე მიღებული ნომერ 1900 რეზოლუციით განსაზღვრული „პოლიტპატიმრის“ კონცეფციის კრიტერიუმების თანახმად.

ნახეთ მეტი
Back to top button